saqarTvelos uReltexilebi - maCxalrosos uReltexili

კოორდინატები 41°54`34` ჩ. გ. 46°25`19` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3000 მ
ქედი კახეთის კავკასიონი
გამავალი გზა საცალფეხო გზა
აკავშირებს საქართველო, დაღესტანი
ამგებელი ქანები ქვედაიურული თიხაფიქლები
ფლორა ალპური მდელობი

 

უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს  კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების მაწიმისწყლისა (ალაზნის მარცხენა შენაკადი) და მაჩხალორის (ჯურმუთის მარცხენა შენაკადი) სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მ. მაჩხალროსოს მიდამოები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. შემოსილია ალპური მდელობით. უღელტეხილზე გადადის საცალფეხო გზა, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს აკავშირებს დაღესტანთან.